პროექტის გეგმა

საგანისამოქალაქო განათლება
X კლასი
გაკვეთილი – პროექტი
თემაჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში

1.
პროექტის სახელწოდება:
ჯანსაღი ცხოვრები წესი
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა ) 1 – 2 წინადადებით
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში.
3.
პროექტის აქტუალობა:
პროექტის განხორციელება ეხმარება მოსწავლეებს ღრმად აითვისონ კონკრეტული მასალა სხვა საგნებთან და რეალურ ცხოვრებასთან კავშირში.
4.
პროექტის მიზანი:
 მოსწავლემ შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში, საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.
5.
მონაწილეთა ასაკი:
X კლასი
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
2016 წლის მაისი. 3 საგაკვეთილო საათი
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიძლება შეიქმნას პროექტის ბლოგი;  გაკეთდეს კედლის გაზეთები;  დამზადდეს საინგორმაციო ბუკლეტები
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, პროექტის შეფასების რუბრიკა ჯგუფებისთვის, თაბახის ფურცლები ჯგუფებისთვის, ელექტრონული სლაიდები ან პლაკატები.
9.
პროექტის მსვლელობა         ( ძირითადი აქტივობები)
გაკვეთილი 1 – საპროექტო განაცხადებზე მუშაობა ჯგუფებში
გაკვეთილის გეგმა
v  განმარტება – 5 წუთი
v  პროექტის განაცხადის ელემენტების და პროექტის შეფასების რუბრიკის გაცნობა – 10 წუთი
v  ჯგუფური მუშაობა – 20 წუთი
v  შეჯამება – 10 წუთი
აქტივობა 1
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის თემას, განხორციელების ვადებს.უხსნის, რომ პროექტი სამ ძირითად  ეტაპს მოიცავს: პროექტის დაგეგმვას, განხორციელებასა და შედეგების შეფასებას.
მოსწავლეები იყოფიან 4 – 5 კაციან ჯგუფებათ.მათ ეძლევათ დავალება – თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს და შემდეგ გაკვეთილზე საპროექტო განაცხადი  თემაზე –ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში.
აქტივობა 2
მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს, ჩამოთვალონ საპროექტო განაცხადის ძიტითადი კომპონენტები. ჩამოთვლილ კომპონენტებს წერს დაფაზე. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს განმარტონ  რას გულისხმობს თითოეული პუნქტი.მასწავლებელი გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით შეიმუშავებს რამდენიმე კრიტერიუმს საპროექტო განაცხადის შესაფასებლად. უხსნის მოსწავლეებს, რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტები შემდეგ გაკვეთილზე შეფასდება რამოდენიმე კრიტერიუმით. ურიგებს ჯგუფებს პროექტის შეფასების რუბრიკებს.
აქტივობა 3
ჯგუფებში მუშაობენ საპროექტო განაცხადზე და ხელის აწევით ანიშნებენ მასწავლებელს, თუ აქვთ კითხვა ან სჭირდებათ დახმარება.
აქტივობა 4
მასწავლებელი აჯამებს ჯგუფში მუშაობის შედეგებს, ძირითად პრობლემებს და კითხვებს.აძლევს მოსწავლეებს დავალებას შემდეგი გაკვეთილისათვის: თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს პროეტის განაცხადის სრული ვერსია და გააკეთოს პრეზენტაცია კლასის წინაშე. პროეტის განაცხადის უნდა იყოს ჩამოყალიბებული დიდი ზომის ფურცელზე ან ელექტრონული სლაიდების სახით.
გაკვეთილი 2 – საპროექტო განაცხადის პრეზენტაცია
გაკვეთილის გეგმა
v  განმარტება – 5 წუთი
v  ჯგუფური პრეზენტაცია – 30 წუთი
v  შეჯამება – 10 წუთი

აქტივობა 1

მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს: რომ თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს პროეტის განაცხადის
პრეზენტაცია თემაზე – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში.
კენჭისყრით გადაწყდება ჯგუფების გამოსვლის თანმიმდევრობა და რეგლამენტი – 5 წუთი თითოეული  პრეზენტაციისათვის.
აქტივობა 2

მასწავლებელი  ურიგებს ჯგუფებს პროექტის შეფასების რუბრიკებს. თითოეულ ჯგუფს  მეორე  ჯგუფის შეფასება მოუწევს რუბრიკების მიხედვით.
აქტივობა 3
მასწავლებელი  განიხილავს შედეგებს: რა იყო პრეზენტაციების სუსტი და ძლიერი მხარეები? სთხოვს  ჯგუფებს შეაფასონ ერთმანეთის პრეზენტაციები რუბრიკების მიხედვით.
2 კვირის შემდეგ  ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ პროექტების შედეგები. შედეგების პრეზენტაცია  უნდა გაკეთდეს დიდ  ფურცელზე ან ელექტრონულ სლაიდებზე.
გაკვეთილი 3 – პროექტების შედეგების პრეზენტაცია.
გაკვეთილის გეგმა
v  განმარტება – 5 წუთი
v  ჯგუფური პრეზენტაცია – 30 წუთი
v  შეჯამება – 10 წუთი
აქტივობა 1
მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს: რომ თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს პროეტების შედეგები. მასწავლებელი  ურიგებს ჯგუფებს პროექტის შეფასების რუბრიკებს და ამახვილებინებს ყურადღებას ბოლო ორ პუნქტზე. ამჯერად პრეზენტაციების შეაფასება ბოლო ორი პუნქტის მიხედვით მოხდება.
აქტივობა 2
ჯგუფების  პრეზენტაცია
აქტივობა 3
მასწავლებელი  განიხილავს  განხორციელებული პროექტის  შედეგებს: რა შეიძლება ჩაითვალოს ჯგუფების ყველაზე დიდ წარმატებად? რა უნდა გაითვალისწინონ სხვა პროექტების განხორციელებისას?
დაფას ორ ნაწილად ყოფს და მოსწავლეებთან ერთად ავსებს ცხრილს:
წარმატებები
რეკომენდაციები მომავალი პროექტებისათვის








10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მოქ.X.5 და მოქ.X.10
11.
პროექტის ხელმძღვანელი  
( მასწავლებელი ):
ანა მაისურაძე
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
anamaisuradze1122@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий